31 მაისს ივანოვსკის ოლქში გაიხსნა Faberlic-ის საკუთარი სამკერვალო კომპლექსი. ამიერიდან ტანსაცმლის, საცვლების, ჩულქების, კოლგოტების და წინდების შეკერვა მოხდება რუსეთში. კომპანია შეძლებს სრულად გააკონტროლოს ხარისხი, წარმოების სიჩქარე და ნაკეთობის ფასი.
აქ ჩვენ შევკერავთ ცნობილი კუტურიეების ახალ კოლექციებს და ასევე შევძლებთ ახალგაზრდა დიზაინერების მხარდაჭერას!
Faberlic-ის პირველი სამკერვალო ფაბრიკა გაიხსნა ფურმანოვში, დაგეგმილია წარმოების გახსნა ივანოვსა და შუაში, საკუთარი დიზაინ-სტუდია, კვლევათა ცენტრი და პერსონალის პროფესიონალური გადამზადების სკოლა.
უკვე ახლა ახალ საწარმოში კერავენ მოდურ ტრიკოტაჟს, შემდეგი ნაბიჯია საცვლები, კოლგოტები, ფეხსაცმელი, ხოლო შემდეგ კუწურიეების კაბები. ახალი ქარხანა აღჭურვილია ინოვაციური იაპონური და იტალიური ტექნოლოგიებით და იკავებს 2,5 ათას კვ. მეტრის ფართობს. 2019 წლისთვის კი უკვე 20 ათასი კვ. მეტრზე გაშენებული წარმოება იქნება. ინვესტიციების საერთო მოცულობა დაახლოებით 17,5 მილიონ დოლარს შეადგენს.
წარმოებული პროდუქციის მოცულობა, მოდელების მრავალფეროვნება და ტექნიკური შესაძლებლობები მხოლოდ გაიზრდება. რუსული ქარხნების გაჩენით კომპანია შეძლებს ლოგისტიკის გამარტივებას, საწყობში პროდუქციის მიწოდების ვადებს და შეკვეთის ლოდინის დროის შემცირებას.
წარმოების და სერვისის ხარისხის გაკონტროლება უფრო გამარტივდება წარმოების ყველა ეტაპზე.