დარეგისტრირებული მომხმარებლისთვის შეკვეთების მიწოდების დროებითი პირობები


მისამართზე მიწოდება

1. ადგილზე მიწოდებით შეკვეთის გაფორმებისას აირჩიეთ მიწოდების ტიპი "ადგილზე მიწოდება" და შეავსეთ ყველა აუცილებელი ველი (მონიშნულია * ნიშნით).

2. ადგილზე მიწოდების შეკვეთის მინიმალური თანხაა 45 ლარი (კატალოგის ფასებში).

3. -45 ლარიდან 100 ლარამდე შეკვეთის მიწოდების საფასური შეადგენს შეკვეთის თანხის 3.5% 
-100 ლარიდან (კატალოგის ფასებში) შეკვეთის მიწოდების ღირებულება შეადგენს 2.5%-ს 

4. შეკვეთა უნდა იყოს გადახდილი, რომ საწყობმა დაიწყოს მისი მოგროვება და გააგზავნოს არჩეულ მისამართზე.

შეკვეთების მიწოდების გრაფიკი რეგიონებში:

ოთხშაბათს 10:00 საათამდე გაფორმებული და გადახდილი შეკვეთა - მიწოდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში 19:00 საათამდე.

პარასკევს 10:00 საათამდე გაფორმებული და გადახდილი შეკვეთა - მიწოდება 2 სამუშაო დღის განმავლობაში 19:00 საათამდე.

შეკვეთების მიწოდების გრაფიკი თბილისში:

სამშაბათს 10:00 საათამდე გაფორმებული და გადახდილი შეკვეთა - მიწოდება ოთხშაბათს 19:00 საათამდე.

ოთხშაბათს 10:00 საათამდე გაფორმებული და გადახდილი შეკვეთა - მიწოდება ხუთშაბათს 19:00 საათამდე.

პარასკევს 10:00 საათამდე გაფორმებული და გადახდილი შეკვეთა - მიწოდება შაბათს 19:00 საათამდე.

შეკვეთის გაფორმებისას აუცილებლად მიუთითეთ აქტიური მობილური ტელეფონის ნომერი,
რომ კურიერმა შეძლოს თქვენთან დაკავშირება. თუ კურიერი ვერ
დაგიკავშრდებათ, მაშინ შეკვეთა გადაიწევს მომდევნო რეისზე.

 

სააგენტო პუნქტამდე მიწოდება

სააგენტო პუნქტამდე მიწოდების სერვისი ძალაში რჩება, მაგრამ იცვლება მუშაობის პირობები:

1. კონსულტანტს კატეგორიულად ეგრძალება სააგენტო პუნქტის ტერიტორიაზე შესვლა;

2. სააგენტო პუნქტზე შეკვეთის მიღებისთანავე თქვენ მიიღებთ სმს შეტყობინებას;

3. ამის შემდეგ უკავშირდებით სააგენტო პუნქტის წარმომადგენელს და პროდუქციის გადაცემის დროსა და ადგილს უთანხმებთ;

4. 26 მარტიდან სააგენტო პუნქტზე მიღებული შეკვეთის შენახვის ვადა 9 დღის ნაცვლად 20 დღემდე გაიზარდა.
აქიდან გამომდინარე სააგენტო პუნქტზე შეკვეთის მიღებიდან მისი საფასურის გადასახდელად 20 დღე გეძლევათ.

ყურადღება: გადაუხდელი შეკვეთები სააგენტო პუნქტებიდან არ გაიცემა!

© 2017-2024